ენის კურსები და გამოცდები


რატომ ვისწავლოთ ფრანგული ენა ფრანგულ ინსტიტუტში ?


იმიტომ, რომ ეს თქვენს მოთხოვნილებებს შეესაბამება
  • კურსების მოქნილი საათობრივი ბადე: გაკვეთილები მთელი წლის განმავლობაში, ყოველდღე, ყოველ საათს და ყველა დონისთვის
  • ფრანგულის კურსები ბავშვებისთვის, მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის, ორგანიზაციებისა და კერძო პირებისთვის 
  • სწრაფი ჩაწერა ადგილზე...
  • … ტელეფონით : 2 92 28 55 / 2 93 44 58 
  • … ან ელექტრონული ფოსტით : manana.iashvili@institutfrancais.ge 

საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში კურსზე ჩაწერისას მიიღებთ ჩვენი მედიათეკით უფასოდ სარგებლობის უფლებას. ამგვარად, შეძლებთ ცოდნა გაიღრმავოთ თქვენთვის ხელსაყრელ რეჟიმში!  


იმიტომ, რომ ეს საინტერესოა

დამთავრდა გრამატიკაზე ტვინის ჭყლეტის დრო და დასაზეპირებელი ლექსიკის უსასრულო სია...

ფრანგული ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლები:

  • გთავაზობენ კომუნიკაბელურ, სახალისო და მრავალფეროვან გაკვეთილებს ;
  • სწავლებისას იყენებენ თანამედროვე აუდიო-ვიდეო მასალას (სიმღერები, ფილმები, ფრანგულენოვანი მედია საშუალებები...) ; 
  • რეგულარულად გადიან სტაჟირებას, რათა არ ჩამორჩნენ სიახლეებს პედაგოგიკის  სფეროში. 

იმიტომ, რომ ეს ეფექტურია
  • მცირერიცხოვანი ჯგუფები საუკეთესო სწავლებისთვის
  • ინდივიდუალური ყურადღება სწავლის პროცესში 
  • სტუდენტების მიერ შეფასებული მაღალკვალიფიციური მასწავლებელები
  • მომზადება ზოგადი და პროფესიული ფრანგულის საერთაშორისო დიპლომებისთვის (DELF, DALF, TCF, TEF et TEFAQ).

იმიტომ, რომ მეგობრული გარემოა

მედიათეკაში ჩვენი სტუდენტებისთვის ჩაწერა უფასოა, სადაც მათთვის ცალკე განყოფილებაა გამოყოფილი. იქ შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი ფრანგული ენის ცოდნის დონის შესაბამისი წიგნები, კომიქსები ან ფილმები, გაეცნოთ ფრანგულ პრესას და ისარგებლოთ უკაბელო ინტერნტით...
 
ჩვენი ერთგულების ბარათი გაძლევთ საშუალებას, ისარგებლოდ ჩვენს პარტნიორებთან მრავალი ფასდაკლებით და უფასოდ, ფრანგული ინსტიტუტის  კინო კლუბით.

ნუ დაკარგავთ დროს და ჩაეწერეთ ჩვენს კურსებზე
2 თვიანი კურსის ღირებულება - 180 ლარიდან
ჩვენი პარტნიორები
  • ADress
  • Yves Rocher
  • Pepela
  • Café Discovery
  • Société Générale
  • Tartine
  • Franck Provost
  • JB Martin
  • Amirani
  • Georgian Wines & Spirits
  • Cafe Cinéma
  • NafNaf
  • Château Mukhrani
  • Kookai
Institut Français de Géorgie © 2012 
შემოგვიერთდით !