მედიათეკა




მედიათეკის ფონდი

მედიათეკაში წარმოდგენილი 19 000 დოკუმენტი თანამედროვე საფრანგეთის ცხოვრების ყველა სფეროს ასახავს. მკითხველს შეუძლია ისარგებლოს ამ დოკუმენტებით ადგილზე ან გაიტანოს შინ გასაცნობად.

მედიათეკა მკითხველს სთავაზობს რეგულარულად განახლებულ ინფორმაციას ყველა სფეროში და ასევე ყველა სახის დოკუმენტს : წიგნებს, პერიოდულ გამოცემებს, კომპაქტურ დისკებს, DVD-ს, სიდირომებს, ვიდეოკასეტებს, თემატური გამოფენების აფიშებს.  მედიათეკაში დოკუმენტების ძირითადი ნაწილი დაცულია ფრანგულ ენაზე, ასევე წარმოდგენილია ფრანგული ენიდან თარგმნილი ლიტერატურა ქართულ და რუსულ ენებზე.
 

მედიათეკა გთავაზობთ:

    16 100 წიგნს
    17 პერიოდულ გამოცემას
    300 ვიდეოკასეტას
    1700 კომპაქტურ დისკს
    100 სიდირომს
    800 DVD-ს
    80 აფიშის გამოფენას

მედიათეკის ფონდში დაცული დოკუმენტებით ადგილზე სარგებლობა თავისუფალია და უფასო. დოკუმენტების შინ გატანა შეუძლიათ მხოლოდ მედიათეკის პერსონალური ბარათის მფლობელებს.

მედიათეკა ამავდროულად არის  ერთადერთი რესურს-ცენტრი საქართველოში, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანამედროვე საფრანგეთის ყველა ასპექტის შესახებ. ჩვენი მედიათეკარები დაგეხმარებიან მიიღოთ ნებისმიერი ინფორმაცია საფრანგეთის შესახებ. შეგიძლიათ მათ მიმართოთ ტელეფონით ( 2 92 33 04) ან ელ-ფოსტით (
mediatheque@institutfrancais.ge).

და ბოლოს, ჩვენ ასევე გთავაზობთ ანიმაციებს მთელი წლის განმავლობაში მოზრდილებისა და ბავშვებისათვის, ახალი თარგმანების პრეზენტაციებს, კინოსეანსებს, როგორც ზრდასულთათვის ასევე ბავშვებისათვის, მედიათეკის აღმოჩენას სკოლის მოსწავლეებისთვის, ლიტერატურულ საღამოებს და დისკუსიებს სხვადასხვა თემებზე.

გაეცანით მედიათეკის ახალ შენაძენებს


მედიათეკაში მნიშვნელოვანია:

მედიათეკის სპეციფიკური სექციები:
  • ფონდი « ევროპა » (რ. შუმანის სახელობის ფონდის საჩუქარი)
  • საინფორმაციო ცენტრი თანამედროვე საფრანგეთის შესახებ
  • საბავშვო განყოფილება, სადაც თავმოყრილია საბავშვო წიგნები, კომიქსები, თამაშები, კომპაქტური დისკები, ვიდეო და აუდიო კასეტები, ეწყობა ანიმაციები ბავშვებისათვის...
  • ფრანგული ენიდან თარგმნილი ლიტერატურა: მერაბ მამარდაშვილის, ალექსანდრე პუშკინის და მაქსიმ ბოგდანოვიჩის საგამომცემლო დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოცემული ფრანული ენიდან ქართულ და რუსულ ენებზე თარგმნილი წიგნები
  • ფონდი ჟეორჟიკა: ფრანგულ ენაზე გამოცემული წიგნები საქართველოს შესახებ
  • მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ფრანგულენოვანი ლიტერატურის და ცივილიზაციის ფონდი

 მედიათეკა მკითხველს სთავაზობს შემდეგ მომსახურებას:

  • დოკუმენტების დაჯავშნას
  • ინტერნეტის სარგებლობას
  • ახალი შენაძენების სიას
  • ადგილზე ასლების გადაღებას
  • თანამედროვე საფრანგეთის შესახებ ინფორმაციის მოძიებას
  • ბიბლიოგრაფიულ ძიებას
ჩვენი პარტნიორები
  • პროვანსი
  • Café Discovery
  • Kookai
  • Cafe Cinéma
  • JB Martin
  • სასტუმრო "სიტადინი"
  • Georgian Wines & Spirits
  • Yves Rocher
  • Franck Provost
  • NafNaf
  • ADress
  • Château Mukhrani
  • Tartine
  • რადიო პოზიტივი
  • Société Générale
  • Pepela


Institut Français de Géorgie © 2012 
შემოგვიერთდით !