Logo

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი


საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი დაარსდა 2002 წლის იანვარში ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანული კულტურის ცენტრის სახელწოდებით. ჩვენი მისამართია დავით აღმაშენებლის გამზირი 75 და ჩვენი მედიათეკა განთავსებულია საქართველოს ერონვული ბიბლიოთეკის შენობაში, გუდიაშვილის ქუჩა 7.

ინსტიტუტის ხელმძღვანელია საფრანგეთის საელჩოს მრჩეველი კულტურის სფეროში ბ-ნი ჟილ კარასო, რომელმაც 2011 წელს აღნიშნულ თანამდებობაზე შეცვალა ბ-ნი ჟოელ ბასტენერი.


ჩვენი ტრადიციული როლია
ცნობადი გახადოს ფრანგული ენა და კულტურა საქართველოში და ხელი შეუწყოს ფრანგულ-ქართული კულტრული ურთიერთობის გაღრმავებას. 2012 წლის იანვრიდან ჩვენი ინსტიტუტი მონაწილეობს ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო და საუნივერსიტეტო თანამშრომლობის განვითარებაში და, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად,  ხელს უწყობს ფრანგული ენის სწავლებას საქართველოში .

ჩვენი ინსტიტუტი მართავს
საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიების პროგრამას და სთავაზობს დახმარებას იმ ქართველ პროფესიონალებს კულტურის სფეროში (გამომცემლებს, ხელოვანებს), რომელთაც სურთ ფრანგულ-ქართული ერთობლივი პროექტების განხორციელება. მერაბ მამარდაშვილის სახელობის პროგრამის ფარგლებში მხარს უჭერს ფრანგული წიგნების გამოცემას ქართულ ენაზე.

ჩვენი მედიათეკა
ყველასთვის ღიაა და მისი მკითხველების განკარგულებაშია უამრავი ფრანგული წიგნის, ჟურნალის, ფილმისა და მუსიკალური ჩანაწერების სოლიდური ფონდი..

ჩვენი ფრანგული ენის სკოლა
ყველა ასაკის მსმენელისთვის არის ღია -  როგორც ინდივიდუალური, ასევე იურიდიული პირებისთვის.

ფრანგული ინსტიტუტი დიდ ქართულ კულტურულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ყოველწლიურად აძლევს ქართულ მაყურებელს საშუალებას 
გაეცნოს ფრანგი ხელოვანების ნამუშევრებს. ამგვარად, 2012 წელს ჩვენ სიამოვნებით ვუმასპინძლეთ ჯგუფ "გოტან პროჯექტს", მხატვარს, პერფორმერსა და მოქანდაკეს, ოლივიე დე საგაზანს ფესტივალ "არტისტერიუმის" ფარგლებში და რეჟისორ ლეოს კარაქსს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში.
სტუდენტების ონლაინ ცნობარი
საფრანგეთში დიპლომირებული ქართველი სტუდენტების ონლაინ ცნობარი


ჩვენი პარტნიორები
  • NafNaf
  • JB Martin
  • Georgian Wines & Spirits
  • კულინარიუმი
  • Yves Rocher
  • Cafe Cinéma
  • Tartine
  • Kookai
  • Pepela
  • ADress
  • Café Discovery
  • პროვანსი
  • Société Générale
  • Château Mukhrani
  • Franck Provost
  • სასტუმრო "სიტადინი"
  • კარფური


Institut Français de Géorgie © 2014
შემოგვიერთდით !